четверг, 5 сентября 2019 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


                                                 





სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათის საჯარო სკოლა

                             პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
     
       თემა:    ჯგუფური მუშაობის ეფექტურობა - ჯგუფური მუშაობის პრობლემები საბაზო-საშუალო საფეხურზე და მათი გაუმჯობესების გზები.


          კვლევის ავტორები : მირანდა ჟორჟოლიანი; გელა ქობალავა.

                                    2017-2018 სასწ. წელი



 
სარჩევი

 

 შესავალი

კვლევა ვაწარმოე  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მირანდა ჟორჟოლიანმა ისტორიის მასწწავლებელ გელა ქობალავასთან  ერთად , თემაზე  ,,ჯგუფური მუშაობის ეფექტურობა - ჯგუფური მუშაობის პრობლემები საბაზო-საშუალო საფეხურზე და მათი გაუმჯობესების გზები“. გელა ქობალავამ კვლევა აწარმოა საშუალო საფეხურზე, ხოლო მე, მირამდა ჟორჟოლიანმა საბაზო საფეხურზე.
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა გამომდინარეობს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა პრობლემებიდან, რომელიც თავს იჩენს საგაკვეთილო პროცესში  ჯგუფური მუშაობისას, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იგრძნობა, როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების მხრიდან.

 თავი I

საკვლევი საკითხის მიმოხილვა

1.1  ინფორმაცია სკოლის შესახებ.

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. ზანათის საჯარო სკოლაში სწავლობს 120 მოსწავლე,  მასწავლებელი27, აქედან უფროსი 6.
კვლევის სამიზნე ჯგუფია საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები ( VII-VIII-IX-X-XI-XII კლასები, სულ 63 მოსწავლე);
საბაზო საფეხური - 37 მოსწავლე
საშუალო საფეხური - 26 მოსწავლე
საბაზო-საშუალო საფეხურის სხვადასხვა საგნის 20 მასწავლებელი. 6 უფროსი, 14 პრაქტიკოსი.

 1.2 საკვლევი საკითხის აქტუალობა

   ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობა უდავოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე განათლების მიზანი არა მხოლოდ ცოდნის, ფაქტობრივი ინფორმაციის დაგროვებაა, არამედ მიღებული ინფორმაციის ანალიზის, კრიტიკული შეფასების უნარის განვითარებაც. კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებისათვის კი მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება იაზროვნონ, ილაპარაკონ და ჰყავდეთ მსმენელი.
   გამოკვლევები ადასტურებს, რომ ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს:
ü  დასწავლის ჩვევებისა და მოსწავლეთა ცნებითი, აბსტრაქტული აზროვნების განვითარების პროცესს;
ü  მოტივაციის ზრდასა და სწავლის პროცესისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას;
ü  კლასში მოსწავლეთა ქცევისა და თანატოლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ანუ კომუნიკაციისა და სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას
   გარდა ამისა, ჯგუფური მუშაობა აუმჯობესებს სასწავლო პროცესს და მის შედეგებს.
ü  ჯგუფური სამუშაოს არასწორად დაგეგმვითა და წარმართვით;
ü  რესურსის ნაკლებობით;
ü  ჯგუფების არასწორად გადანაწილებით.

1.3  კვლევის მიზანი

ჩვენი კვლევის მიზანია ჯგუფური მუშაობის დაგეგმვა - განხორციელების პრაქტიკის გაუმჯობესება; ასევე, დეტალურად შევისწავლოთ ჯგუფური მუშაობის შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები და გამოვნახოთ პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზები, რაც პედაგოგებს დაეხმარება ჯგუფური მუშაობის სწორად წარმართვასა და შესაბამისად, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში.

თავი II

2.1 ლიტერატურის მიმოხილვა

   მასწავლებელს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ყოველთვის უწევს   მოსწავლეთა ჯგუფებთან მუშაობა.
   ჯგუფური სწავლების საშუალებით მოსწავლეები არა მარტო ცოდნას ეუფლებიან, არამედ უვითარდებათ სოციალიზაციისა და კომუნიკაციის უნარებიც, რადგან სწორედ სწავლების ეს ფორმა მოითხოვს და ხელს უწყობს  მათ უშუალო კომუნიკაციასა და ინტერაქციას. ამ დროს მოსწავლეები იძენენ ისეთ კომუნიკაციურ უნარებს, როგორიცაა: კითხვის დასმის, აქტიური მოსმენის, თხრობის, მიღებული ინფორმაციის გადამუშავებისა და ადეკვატური საპასუხო რეაქციის დაბრუნების უნარები და სხვ. ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს ასევე სოციალიზაციის უნარების განვითარებას: საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასა და დაცვას, სხვათა აზრებისა და შეხედულებების პატივისცემას, საერთო გამოცდილებიდან გამოცდილების შეძენას და სხვ. მაშასადამე, აქ შერწყმულია სწავლის კოგნიტური და სოციალური ასპექტები(მასწავლებლის წიგნი, ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში, ს.ლობჟანიძე,2016 წ. გვ.61)
   მოსწავლეთა დაჯგუფების პრაქტიკა სათავეს 1867 წლიდან იღებს, როდესაც საგანმანათლებლო რეფორმატორმა უ. თ. ჰარისმა სენტ ლუისში (მისურის შტატი, ა. შ. შ. ) დანერგა ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც დაწყებით კლასებში მოსწავლეებს სწრაფი წინსვლის საშუალება ეძლეოდათ. ჯ.ქულიქისა და ქ.ქულიქის მიხედვით, ჰარისის პროგრამა „შესაძლებლობის მიხედვით დაჯგუფებული კლასების შექმნისაკენ მიმართულ პირველ ნაბიჯს“ წარმოადგენდა. (ეფექტური სწავლება სკოლაში,რ.ჯ.მარზანო,2009 წ. გვ.101)
   ჯგუფური მუშაობით სწავლების სფეროში გამოკვეთილი სპეციალისტების, დევიდ ჯონსონისა და როჯერ ჯონსონის მიხედვით, ამ მეთოდის განმსაზღვრელი ხუთი ელემენტი არსებობს,  ესენია:
ü  პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება (გრძნობა იმისა, რომ ერთად გადავრჩებით ან ერთად დავიღუპებით);
ü   ურთიერთგამხნევება  (ერთმანეთის დახმარება სწავლაში, ურთიერთგამხნევება და წახალისება);
ü  ინდივიდუალური და ჯგუფური ანგარიშვალდებულება (თითოეული ჯგუფის წევრს აქვს თავისი ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულებით შესაძლებელი ხდება ჯგუფის საერთო მიზნის მიღწევა);
ü  ინტერპერსონალური და პატარა ჯგუფში მუშაობის უნარები (კომუნიკაცია, ნდობა, ლიდერობა, გადაწყვეტილებების მიღება და კონფლიქტების მოგვარება);
ü  ჯგუფის წინსვლა ( დაკვირვება იმაზე, თუ როგორ მუშაობს გუნდი და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ გუნდის მუშაობა გაუმჯობესდეს).(ეფექტური სწავლება სკოლაში,რ.ჯ.მარზანო,2009 წ. გვ.102).
  ამ კუთხით, განსაკუთრებით საყურადღებოა ლოუსა და სხვების ნაშრომი, რომელიც ასკვნის, რომ ნებისმიერი აკადემიური შესაძლებლობების მქონე მოსწავლისთვის ჯგუფში მუშაობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე დაუჯგუფებლად მუშაობა. კვლევის შედეგებმა ლოუ და მისი კოლეგები შემდეგ დასკვნამდე მიიყვანა: “3-4 მოსწავლისაგან შემდგარი პატარა ჯგუფი უფრო ეფექტურია, ვიდრე დიდი ჯგუფები.“   თანამშრომლობითი (ჯუფური) სწავლა ის მეთოდია, რომელიც საუკეთესო შედეგებს სისტემატიურად გამოყენების შემთხვევაში იძლევა. ლოუსა და სხვების ნაშრომების მიხედვით, დაჯგუფების მეთოდი ყველაზე ნაყოფიერია მაშინ, როცა კვირაში ერთხელ მაინც. ზოგიერთი ფსიქოლოგი კი გვაფრთხილებს, რომ მასწავლებლის მიერ თანამშრომლობითი სწავლის მეთოდის „ზედმეტად ხშირი“ გამოყენება სასურველი არ არის. კერძოდ, მკვლევარები ჯონ ანდერსონი, ლინ რედერი და ერბერტ საიმონი გვაფრთხილებენ, რომ მასწავლებლის მიერ თანამშრომლობითი სწავლა ხშირად არასწორად, ან ზედმეტი სიხშირით გამოიყენება. ეს მკვლევარები მიიჩნევენ, რომ თანამშრომლობითი სწავლის არამართებული გამოყენების შემთხვევის წინაშე ვდგავართ მაშინ, როცა ჯგუფების არასწორი სტრუქტუირება ხდება. ზედმეტი სიხშირით გამოყენების შესახებ კი დასძენენ: მოსწავლეები არ უნდა ჩავრთოთ ჯგუფურ მუშაობაში ისეთი ინტენსიურობით, რომ ასათვისებელ უნარებზე დამოუკიდებლად მუშაობისთვის დრო აღარ დარჩეთ. (ეფექტური სწავლება სკოლაში,რ.ჯ.მარზანო,2009 წ. გვ.106).
  როცა ჯგუფები მუშაობას იწყებენ, მასწავლებლის როლი იცვლება, ახლა იგი დამკვირვებელია, რომელიც დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ყველაფერს, რაც კლასში ხდება. იგი მერხებს შორის მოძრაობს, აკვირდება ჯგუფებს, აღრიცხავს დადებით და უარყოფით მომენტებს მათ მუშაობაში, ამ დროს ჩანაწერების გაკეთება ამ ინფორმაციის მოგვიანებით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
  ამდენად, მასწავლებელი ცდილობს არ ჩაერიოს ჯგუფური მუშაობის პროცესში თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს, ასეთი საჭიროება კი საკმაოდ ხშირად ხდება და, შესაბამისად, მასწავლებელი სხვადასხვა ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე:
·         თუ მოსწავლეებმა არასწორი მიმართულებით წარმართეს მუშაობა, ნათელი ხდება, რომ ისინი ვერ მივლენ სწორ შედეგამდე, მასწავლებელი მათ ხელახლა აძლევს ინსტრუქციებს, უკონკრეტებს დავალებას ან აძლევს რჩევას;
·         თუ მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად სჭირდებათ რაიმე სახის ფაქტობრივი ინფორმაცია ( მაგ. ვერ გაიხსენეს კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა უცხო ენის გაკვეთილზე, ფორმულა - ქიმიის გაკვეთილზე, თარიღი - ისტორიის გაკვეთილზე),მასწავლებელს აქვს არჩევანი ან თავად შეასრულოს ლექსიკონის, ენციკლოპედიის ან სახელმძღვანელოს ფუნქცია ან მიანიშნოს მათ, სად შეიძლება ამ ინფორმაციის მოძებნა;
·         თუ საჭიროა რომელიმე ჯგუფის წახალისება და გააქტიურება, მასწავლებელს შეუძლია მის მუშაობაში, როგორც ერთ-ერთი წევრი, ეს განსაკუთრებულ ტექსტს მოითხოვს, რადგან მასწავლებლის მიმართ მოსწავლეთა პატივისცემა მის აზრს განსაკუთრებულ წონას სძენს და თანაბარი დისკუსიის გამართვა საკმაოდ ძნელი ხდება. თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება მოხერხდა, მოსწავლეებიც და მასწავლებელიც განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებენ ამგვარი თანამშრომლობისგან;
·         თუ რომელიმე ჯგუფს განსაკუთრებით უჭირს ან ვიცით რომ იგი შედარებით სუსტი მოსწავლეებისგანაა დაკომპლექტებული, შეიძლება მასწავლებელმა მათ მეტი დრო დაუთმოს და ინდივიდუალურად იმუშაოს მათთან. მიუხედავად ამისა, რომელიმე ჯგუფის უგულვებელყოფა არ არის გამართლებული.
   როცა მასწავლებელი რწმუნდება, რომ ყველა ჯგუფი ჩართულია დავალების შესრულებაში, მას შეუძლია დროებით უფრო პასიური როლი აირჩიოს.(სასწავლო და პროფესიული გარემო,ნ.ნიჟარაძე,2008,გვ.61)
   როცა ბავშვები ერთობლივად მუშაობენ, თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ეძლევა, დააკვირდეს თანატოლს, რომელიც კოგნიტური განვითარების ოდნავ მაღალ დონეზე იმყოფება და შესაბამისად, დავალებას უფრო დახვეწილი კოგნიტური პროცესებს გამოყენებით ასრულებს. (განვითარებისა და სწავლების თეორიები,ნ.ნაცვლიშვილი,2008 წ. გვ.57).
  ზემოთ მოყვანილი კვლევები ადასტურებს, რომ მოსწავლე ყველაზე უკეთ მაშინ სწავლობს, როცა იგი აქტიური და ქმედითია, და არა მაშინ, როდესაც მხოლოდ აქტიურ და ქმედით მასწავლებელს უყურებს. ამ თვალსაზრისით, სალექციო ტიპის გაკვეთილები და მასწავლებლის მიერ ახალი მასალის მოყოლით ახსნა ნაკლებად სასურველია. თანამშრომლობითი სწავლების შემთხვევაში თითოეული მოსწავლე აცნობიერებს, რომ მასწავლებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა თანაკლასელებთან თანამშრომლობაა. ერთის გამარჯვება ნიშნავს ყველას გამარჯვებას და ამავდროულად, ხელს უწყობს ნაკლებად სტრესული ,უფრო ჯანსაღი, თანამშრომლობაზე ორიენტირებული სასწავლო ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.

თავი III

3.1   საკვლევი საკითხი და კვლევის მეთოდები

    მე, მირანდა ჟორჟოლიანი ვაკვირდებოდი საბაზო საფეხურის მოსწავლეებს (VII-VIII-IX  კლასებს, სულ 37 მოსწავლე),ხოლო ჩემი კოლეგა გელა ქობალავა საშუალო საფეხურის მოსწავლეებს (X-XI-XII კლასებს, სულ 26 მოსწავლე).
   სკოლის დირექციასთან და კათედრის წევრებთან გასაუბრების შემდეგ დავადგინეთ, რომ სკოლაში რეალურად არსებობდა პრობლემა, რაც მდგომარეობს შემდეგში: მასწავლებელთა უმრავლესობის აზრით, დამოკიდებულება ჯგუფური მუშაობისადმი არაპოზიტიურია და შესაბამისად, სწავლებისადმი მოტივაცია დაბალია. მოსწავლეთა უმრავლესობა თვლის, რომ ჯგუფური მუშაობა მათთვის უინტერესოა და არ არის სახალისო.
   მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ინტერვიუს შემდეგ დავადგინეთ, რომ პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო შემდეგი ფაქტორები:
ü  ჯგუფური მუშაობის არასწორი დაგეგმვა;
ü  არასაკმარისი რესურსი.
   ისმის მთავარი კითხვა: რა შეიძლება იყოს ჯგუფური სამუშაოსადმი არაპოზიტიური დამოკიდებულების მიზეზი?

   პედაგოგთა საკვლევი საკითხი შემდეგნაირად ჩამოვაყალიბეთ: ჯგუფური მუშაობის პრობლემები საბაზო-საშუალო საფეხურზე და მათი გაუმჯობესების გზები.
    აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენასა და კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:
ü  რამდენად ხშირად ატარებდნენ მასწავლებლები ჯგუფურ მუშაობას?
ü  რამდენად იყო მორგებული მათ მიერ ჩატარებული ჯგუფური მუშაობა მოსწავლეთა საჭიროებებზე?
ü  იყო თუ არა გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესები?
ü  აცნობდნენ თუ არა მოსწავლეებს შეფასების რუბრიკას წინასწარ და ამ რუბრიკის მიხედვით აფასებდნენ თუ არა მათ?
ü  დაჯგუფების რა მეთოდს იყენებდნენ მასწავლებლები?
ü  იყენებდნენ თუ არა რესურსებს და თუ იყენებდნენ, იყო თუ არა მიზანთან შესაბამისი?
ü  რამდენად სწორად ერთვებოდნენ მასწავლებლები ჯგუფურ მუშაობაში?
ü  აძლევდნენ თუ არა მოსწავლეებს კონსტრუქციულ უკუკავშირს?
   აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავეთ კვლევის გეგმა.

   კვლევისათვის გამოვიყენეთ ინტერვიუები, ფოკუსჯგუფი, ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე, კითხვარები, მეორადი მონაცემის ანალიზი.
   ფოკუსჯგუფი ჩატარდა IX-XI კლასის მოსწავლეებთან (სულ 31 მოსწავლე) და კათედრებთან. მისი მიზანი იყო ჯგუფურ მუშაობასთან დაკავშირებით მოსწავლეთა და მასწავლებელთა დამოკიდებულების შესწავლა, რაც დაგვეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარების მომზადებაში.
    კითხვარები მომზადდა როგორც მოსწავლეთათვის (იხ. დანართი 1),ასევე მასწავლებელთათვის (იხ. დანართი 2). გამოკითხვაში მონაწილეობდა VII-VIII-IX-X-XII კლასის მოსწავლეები (აღნიშნულ კლასებში სულ 63 მოსწავლეა) და მასწავლებლები (სკოლაში სულ 27 მასწავლებელია, გამოკითხვაში მონაწილეობდა 20 მასწავლებელი).
   ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე - დავაკვირდით ჯგუფური მუშაობის საგაკვეთილო პროცესებს (თითო გაკვეთილს სხვადასხვა საგანში VII-VIII-IX-X-XI-XII კლასებში).





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. 4 კვლევის ვადები








თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
საკვლევი პრობლემის შერჩევა




პრობლემის იდენტიფიცირება




კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება




შეხვედრები კვლევის სამიზნე ჯგუფთან

კითხვარის შედგენა




ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან




ანკეტირება მოსწავლეებთან




მიღებული შედეგების ანალიზი




ინტერვენციების განხილვა




ინტერვენციების განხორციელება



ინტერვენციების შედეგების ანალიზი




კვლევის ანგარიში, მომზადება და წარდგენა








 

3.5 მონაცემთა ანალიზი

კვლევის საწყის ეტაპზე გადავწყვიტე გამერკვია მოსწავლეთა დამოკიდებულება ჯგუფური მუშაობის შესახებ. ჩემ მიერ გამოკითხული მოსწავლეების (საბაზო საფეხური - VII-VIII-XI კლასები,სულ 37 მოსწავლე) პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:






   ანკეტირების შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, მოსწავლეთა უმრავლესობა თვლის, რომ ჯგუფური მუშაობა არ ტარდება სათანადო ინტენსივობით, ასევე ჯგუფური მუშაობა მათთვის არასახალისოა, რადგან არ არის დატვირთული სხვადასხვა აქტივობებით, თუმცა ფიქრობენ, ეფექტურად წარმართული ჯგუფური მუშაობა ხელს შეუწყობს აკადემიური დონის ამაღლებას.


ასევე გვაინტერესებდა მასწავლებელთა დამოკიდებულება ჯგუფური მუშაობისადმი. გამოკითხული მასწავლებლების პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:


 

    კითხვარების ანალიზმა გვაჩვენა, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა ჯგუფური მუშაობისას აწყდება შემდეგ პრობლემებს: არათანაბარი ჩართულობა (რაც მოსწავლეთა ნაწილის პასიურობას იწვევს), ჯგუფებისათვის არასათანადო დავალების მიცემა (რაც იწვევს მოტივაციის დაკარგვას), ასევე დროის ლიმიტი. აღმოჩნდა, რომ ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვისას მასწავლებლები არ ითვალისწინებდნენ დაჯგუფების პრინციპებს და გამომდინარე აქედან, ჯგუფებს ეძლეოდა შეუსაბამო დავალებები, ასევე გამოიკვეთა რესურსების უქონლობა, არ ჰქონდათ ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა, რაც თავისთავად იწვევდა ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეთა მოტივაციის დაქვეითებას.
    გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ ჯგუფური მუშაობის პროცესში მოსწავლეთა უმრავლესობა ნაკლებად ერთვებოდა დავალების შესრულებაში, მოტივაცია იყო დაბალი, მასწავლებლებს არ ჰქონდათ შესაბამისი რესურსები, არ იყო მათი მხრიდან ეფექტური უკუკავშირი და ასევე ისინი არ აცნობდნენ მოსწავლეებს შეფასების რუბრიკას.

3.6 კვლევის მიგნებები

მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
ü  გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა პედაგოგებს შორის;
ü  მასწავლებელთა მხრიდან არაეფექტურად დაგეგმილი ჯგუფური მუშაობა;
ü  არასაკმარისი რეკომენდაციები მასწავლებლების მხრიდან;
ü  არასწორად შედგენილი შეფასების რუბრიკა;
ü  შეუსაბამო დავალებები;
ü  რესურსების სიმწირე;
ü  არაეფექტური უკუკავშირი მასწავლებლების მხრიდან ჯგუფური მუშაობის დროს.

თავი 4

4.1 შესაძლო ინტერვენციები

   კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი.
ü  მასწავლებელთა ხშირი შეხვედრა კათედრის სხდომებზე და გაკვეთილებზე ჩატარებული ჯგუფური მუშაობის განხილვა
მასწავლებლებმა გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, ისაუბრონ ჯგუფური მუშაობის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რა გამოსდით კარგად, როგორ აღწევენ წარმატებებს ჯგუფური მუშაობის დროს და წარუმატებლობის მიზეზებზე წარუმატებლობის შემთხვევაში. ვფიქრობთ, გამოცდილების გაზიარებით პედაგოგები შეძლებენ სწორად დაგეგმონ ჯგუფური მუშაობა, რაც ამავდროულად ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობას.

ü  ჩანაწერების გაკეთება მასწავლებლების მხრიდან;
დაკვირვების შედეგად მასწავლებელი გააკეთებს ჩანაწერებს, რომელიც უნდა მოიცავდეს კომენტარებსა და შენიშვნებს მოსწავლის მიღწევებისა და პრობლემების შესახებ, რაც დაეხმარება მასწავლებელს ეფექტური უკუკავშირის განსახორციელებლად.
ü  მოსწავლეების ჩართვა ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკის შედგენაში;
მოსწავლეების ჩართვა ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკის შედგენაში მასწავლებელს საშუალებას მისცემს უკეთ გაერკვეს მოსწავლის სუსტ და ძლიერ მხარეებში.
ü  ყურადღებით დაკვირვება ჯგუფური მუშაობის პროცესზე, რაც საშუალებას მისცემს მასწავლებელს, იყოს გეზის მიმცემი;
ü  მასწავლებელმა უნდა გააცნოს მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის წესები და ნორმები, რაც ხელს შეუწყობს ჯგუფური მუშაობის უკეთ წარმართვას და დასახული მიზნების მიღწევას;
ü  მასწავლებელმა უნდა იფიქროს დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიებაზე, შექმნასა და მათ გამოყენებაზე სასწავლო პროცესში.

4.2 განხორციელებული ცვლილებები (ინტერვენცია)

   განვიხილეთ ზემოთ მოცემული ინტერვენციის ვარიანტები  და შევარჩიეთ და განვახორციელეთ შემდეგი ცვლილებები:
1.      ჩანაწერების გაკეთება;
2.      მოსწავლეების ჩართვა შეფასების რუბრიკის შედგენაში;
3.      დაკვირვება ჯგუფური მუშაობის პროცესზე;
4.      მოძიებული თვალსაჩინოებების მნიშვნელოვან სასწავლო რესურსად ქცევა;
5.      გამოცდილების გაზიარება.

   1. ჩანაწერების გაკეთება. ვაწარმოეთ წიგნაკებში დაკვირვების  ჩანაწერები, ამისათვის გამოვიყენეთ დაკვირვების ცხრილი. ვაკვირდებოდით მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის ყველა ეტაპზე, ამგვარად  სისტემატიურად ვაგროვებდით ინფორმაციას მოსწავლეთა პროგრესის, მათი მოტივაციის, აქტივობისა და მონდომების შესახებ. დაკვირვება მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი ნაწილია, აქედან გამომდინარე, ეს დაგვეხმარა მოსწავლეთა შესახებ სრული სურათის შექმნაში  და ეფექტური უკუკავშირის მიცემაში.
  2. მოსწავლეების ჩართვა შეფასების რუბრიკის შედგენაში
    შეფასების რუბრიკის გაუმჯობესების მიზნით, შეფასების რუბრიკის შედგენაში ჩავრთეთ მოსწავლეები, რამაც ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა ბევრად უფრო გამჭირვალე გახადა. შესაბამისად,  მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, უფრო კარგად გარკვეულიყვნენ იმაში, თუ რას ითხოვდნენ მათგან.
   3. დაკვირვება ჯგუფური მუშაობის პროცესზე. კვლევის პროცესმა ასევე გვაჩვენა, რომ მასწავლებლის როლი ჯგუფური მუშაობის პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია. ვაკვირდებოდით ჯგუფური მუშაობის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში ვერთვებოდით ჯგუფის მუშაობაში. ასეთი საჭიროება საკმაოდ ხშირად იყო: როდესაც ჯგუფი არასწორი მიმართულებით წარმართავდა მუშაობას და ნათელი ხდებოდა, რომ ისინი ვერ მივიდოდნენ სწორ შედეგამდე, მაშინ ვაძლევდი რჩევას, ან  როდესაც ჯგუფი დაკომპლექტებულია სუსტი მოსწავლეებით და საჭირო იყო ჯგუფის გააქტიურება, მაშინ ვერთვებოდი ჯგუფურ მუშაობაში, როგორც მისი ერთ-ერთი წევრი, რაც ხელს უწყობდა პასიური ჯგუფის გააქტიურებას, დავალების წარმატებით შესრულებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობდა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
      4. მოძიებული თვალსაჩინოებების მნიშვნელოვან სასწავლო რესურსად                                          ქცევა. ეფექტური სასწავლო პროცესის წარმართვისათვის მნიშვნელოვანია სასწავლო რესურსების მიზნობრივად მოძიება, შექმნა და გამოყენება.
     როგორ უნდა განსაზღვროს მასწავლებელმა, რამდენად ეფექტიანია მის მიერ შერჩეული სასწავლო რესურსები? ამისათვის  მაქსიმალურად ვითვალისწინებდით იმას, თუ რა იყო ჯგუფებისათვის მიცემული დავალების მთავარი მიზანი და აქედან გამომდინარე ვიძიებდით, ვქმნიდით და ვიყენებდით ჯგუფური მუშაობის პროცესში შესაფერის რესურსებს. ასევე რესურსების მოძიებასა და შექმნაში ვრთავდით მოსწავლეებს მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
   5. გამოცდილების გაზიარება. კვლევის განმავლობაში გაიმართა ოთხი კათედრის სხდომა, რომლის მიზანი იყო პრობლემების გამოკვეთა და პრობლემის გადაჭრის გზის ერთობლივი ძიება. ჩვენ მასწავლებლებს შევთავაზეთ გაკვეთილების ჩატარება ჯგუფური სამუშაოს გამოყენებით, სადაც გამოიყენებდნენ ჩვენ მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს.
     გადაწყდა, რომ საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლები, ერთი თვის განმავლობაში, გამოიყენებდნენ აღნიშნულ ურთიერთშეთანხმებულ ცვლილებებს.
    დავესწარით თითო გაკვეთილს სხვადასხვა საგანში VII-VIII-IX-X-XI კლასებში, რათა გვენახა, რამდენად ეფექტური იყო ჩვენ მიერ კათედრის სხდომებზე შეთავაზებული აღნიშნული ცვლილებები.
     გაკვეთილების ჩატარების შემდეგ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაიმართა კათედრის სხდომები, სადაც მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ჩატარებულ გაკვეთილზე მიღებული შთაბეჭდილებები და გამოცდილება, განიხილეს, თუ როგორ გაუმჯობესდა ჯგუფური მუშაობის პროცესი ჩვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, რამდენად ხალისიანი გახდა იგი თითოეული მოსწავლისათვის. ასევე განიხილეს, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ჯგუფური სამუშაოს ეფექტურად წარმართვისათვის.

4.3 ინტერვენციების შედეგების ანალიზი

დაგეგმილი ინტერვენციები, ჩემი აზრით, ხელს უწყობდა ჯგუფური მუშაობის ეფექტურობის გაზრდას. ინტერვენციის შეფასების მეთოდად ისევ გამოვიყენე ანკეტირება. ანკეტირება ჩავუტარე VII-VIII-IX კლასის მოსწავლეებს და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:



საერთო ანალიზის შედეგად, საგრძნობი განსხვავებაა ინტერვენციებამდე და ინტერვენციების შემდეგ არსებულ სიტუაციაში.
ინტერვენციების შეფასების მეთოდად გამოყენებულმა ანკეტირებამ მაჩვენა, რომ ჩემს მიერ გამოყენებულმა მრავალფეროვანმა სტრატეგიებმა, მეთოდებმა და აქტივობებმა ხელი შეუწყო ჯგუფური მუშაობის ეფექტურ წარმართვას.


 

4.4 ინტერვენციის  შეფასება 

ჩვენი შეფასების მიზანს წარმოადგენდა გაგვეგო:
რამდენად დაეხმარა მასწავლებლებს ჩვენი რეკომენდაციები მუშაობის უკეთ წარმართვაში;
დაეხმარა თუ არა მასწავლებელსა და მოსწავლეს რესურსებისა და შეფასების რუბრიკის შექმნაში მოსწავლის მონაწილეობა.
  პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, დაგვედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგების მუშაობაზე მათი პრობლემების კოლეგებთან განხილვამ. ამისათვის ჩავატარეთ ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რაც მასწავლებლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს. მათი თქმით, გამოცდილების გაზიარების შემდეგ ბევრი დეტალი, რომელიც აქამდე ბუნდოვანი ეჩვენებოდათ, უფრო ნათელი გახდა. კოლეგების გაკვეთილებზე დასწრება, და შემდგომ ამ ყოველივეს ანალიზი მას დაეხმარა გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობის უკეთ წარმართვაში.
   ინტერვენციის შესაფასებლად განვახორციელეთ ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე (თითოეული მასწავლებლის სამ-სამი გაკვეთილი). აღმოჩნდა, რომ მასწავლებლის მიერ გაცემული უკუკავშირი ამჯერად გაცილებით უფრო ზუსტი და განმავითარებელი იყო, ვიდრე კვლევის მონაცემების შეგროვების ეტაპზე. ასევე გავაანალიზეთ მასწავლებელთა გეგმები, რომელიც კვლევის საწყის ეტაპთან შედარებით გაცილებით გაუმჯობესებული იყო. თუ საწყის ეტაპზე მასწავლებლები არ ითვალისწინებდნენ დაჯგუფების პრინციპს, არ ჰქონდათ საკმარისი რესურსი, ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა იყო ბუნდოვანი, ამჯერად ჯგუფური მუშაობის დაგეგმვაში ყოველივე ეს გათვალისწინებული იყო.

4. 5 რეკომენდაციები

   კვლევის ჯგუფმა შევიმუშავეთ რეკომენდაციები გაკვეთილებზე ჯგუფური სამუშაოს ჩატარების გასაუმჯობესებლად.

რეკომენდაციები  შემდეგნაირად ჩამოვაყალიბეთ:
   
1. საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს შორის.
თანამშრომლობა საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებელთა შორის, ხშირი შეხვედრა კათედრებზე და გამოცდილების გაზიარება;
  ჯგუფური მუშაობის ერთობლივი დაგეგმვა;
რესურსების ერთობლივი შექმნა;
  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკის ერთობლივი შექმნა.

2. სასურველია მოსწავლეთა ჩართულობა რესურსებისა და შეფასების რუბრიკის შექმნაში.
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა რესურსის მოძიებასა და შექმნაში ჩართოს მოსწავლეები, რაც აუცილებლად გამოიწვევს მოსწავლის მოტივაციის ზრდასა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას;
ასევე აუცილებელია მოსწავლეთა მონაწილეობა შეფასების რუბრიკის შექმნაში, რაც პროცესს უფრო გამჭირვალეს და სანდოს გახდის.

დასკვნა

სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე (კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ცვლილებების დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს),შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯგუფურ მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზებია:

პედაგოგთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
  რესურსების ნაკლებობა;
ჯგუფური მუშაობის არაეფექტური დაგეგმვა.

   აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვეციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.

ბიბლიოგრაფია

1.      ბარაბაძე, ხ.  სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2014წ
2.      თერნბული, ჯ.  პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2009წ.
3.      ინასარიძე, მ. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2014წ.
4.      ლობჟანიძე, ს. მასწავლებლის წიგნი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2016წ.
5.      მარზანო, რ. კლასის მართვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2009წ.
6.      მენაბდე, მ. სტატიები განათლების საკითხებზე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2010წ.
7.      ჯანაშია, ნ. განვითარებისა და სწავლების თეორიები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2008წ.
8.      ტყემალაძე, რ. სწავლება და შეფასება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2008წ.
9.      ნიჟარაძე, ნ. სასწავლო და პროფესიული გარემო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2008წ.

რეფლექსია

სსიპ აბაშის სოფ. ზანათის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელთან ერთად განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: ”ჯგუფური მუშაობის ეფექტურობა - ჯგუფური მუშაობის პრობლემები საბაზო-საშუალო საფეხურზე და მათი გაუმჯობესების გზები“. კვლევა მიმდინარეობდა 2017-2018 წლის თებერვლიდან  ივნისის ჩათვლით. ამ მიზნით შერჩეული იყო საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები. კვლევის მთავარი მიზანი იყო ჯგუფური მუშაობის გაუმჯობესება. კვლევა დაგეგმილი იყო სასწავლო პროცესში ჯგუფური მუშაობის არაეფექტურობის მიზეზების გარკვევისა და ინტერვენციის საშუალებით ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით.
კვლევაზე მუშაობის პროცესი შემოქმედებითი და საინტერესო იყო. მოვიძიეთ და განვიხილეთ მოცულობითი ლიტერატურა,რომელიც უკავშირდება ჯგუფური მუშაობის ეფექტურობას,თანამშრომლობით სწავლებას.ყოველივე ამის შემდგომ შევარჩიეიეთ კვლევის მეთოდები: ფოკუსჯგუფი,ინტერვიუები,კითხვარები,მეორადი მონაცემის ანალიზი,ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე,რის შედეგადაც გამოიკვეთა პრობლემის შესაძლო მიზეზები:ჯგუფური სამუშაოს არასწორად დაგეგმვა,რესურსების ნაკლებობა,შეფასების რუბრიკის ცალსახოვნება,ჯგუფების არასწორი სტრუქტუირება.კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი :
1.მასწავლებელთა ხშირი შეხვედრა კათედრის სხდომებზე და გაკვეთილებზე ჩატარებული ჯგუფური მუშაობის განხილვა;
2.მასწავლებელთა გადამზადება ეფექტიანი ჯგუფური მუშაობის წარმართვისათვის; 3.ჩანაწერების გაკეთება მასწავლებლების მხრიდან;
4. მოსწავლეების ჩართვა ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკის შედგენაში;
 5. ყურადღებით დაკვირვება ჯგუფური მუშაობის პროცესზე,რაც საშუალებას მისცემს მასწავლებელს,იყოს გეზის მიმცემი;
 6. მასწავლებელმა უნდა გააცნოს მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის წესები და ნორმები,რაც ხელს შეუწყობს ჯგუფური მუშაობის უკეთ წარმართვას და დასახული მიზნების მიღწევას;
 7. მასწავლებელმა უნდა იფიქროს დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიებაზე,შექმნასა და მათ გამოყენებაზე სასწავლო პროცესში.
ყოველივე ამის შემდეგ, ზემოთ მოცემული ინტერვენციის ვარიანტები განვიხილეთ კოლეგებთან ერთად.განხილვის შემდეგ შევარჩიეთ და განვახორციელეთ შემდეგი ცვლილებები:
      1.   ჩანაწერების გაკეთება;
      2.   მოსწავლეების ჩართვა შეფასების რუბრიკის შედგენაში;
      3.   დაკვირვება ჯგუფური მუშაობის პროცესზე;
      4.   მოძიებული თვალსაჩინოებების მნიშვნელოვან სასწავლო რესურსად ქცევა;
      5.  გამოცდილების გაზიარება.
 კათედრის სხდომებზე მასწავლებლებს შევთავაზეთ გაკვეთილების ჩატარება ჯგუფური მუშაობის გამოყენებით და მივეცით შესაბამისი რეკომენდაციები.
           
გაკვეთილების ჩატარების შემდეგ, გამოცდილების გაზიარების მიზნით გაიმართა კათედრის სხდომები, სადაც მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ჩატარებულ გაკვეთილზე მიღებული შთაბეჭდილება და გამოცდილება. განიხილეს, თუ როგორ გაუმჯობესდა ჯგუფური მუშაობის პროცესი ჩვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
       დასკვნის სახით შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ განხორციელებულიკვლევა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო,რადგან სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდები,რომელსაც ვიძიებთ და ვნერგავთ საკუთარ პრაქტიკაში,საბოოლოოდ ეხმარება მასწავლებლებს,აღსაზრდელებს  განუვითაროს საგნობრივი და ზოგადი  უნარები.

           

დანართები



დანართი 1

ანკეტა მოსწავლეებისთვის
   საჯარო სკოლის პედაგოგები ვატარებთ პრაქტიკულ კვლევას ჯგუფური სამუშაოს   ეფექტურობის გასაუმჯობესებლად . თქვენი , როგორც მოსწავლეების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის . თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია . არ არის საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება .


1. რა სიხშირით ტარდება ჯგუფური მუშაობა ?

1.1. ქართული
  ) კვირაში ერთხელ

) თვეში ერთხელ

) სემესტრში ორჯერ

) ყოველი თემის დასასრულს

) სხვა ( ჩამოთვლილთაგან თუ არცერთს არ ეთანხმები , მიუთითეთ თავად )


1.2. მათემატიკა

) კვირაში ერთხელ ;
) თვეში ერთხელ ;
) სემესტრში ორჯერ ;
) ყოველი თემის დასასრულს :
) სხვა ( ჩამოთვლილთაგან თუ არცერთს არ ეთანხმები ,მიუთითეთ თავად )

1.3. ინგლისური ენა
  ) კვირაში ერთხელ ;
) თვეში ერთხელ ;
) სემესტრში ორჯერ ;
) ყოველი თემის დასასრულს :
) სხვა ( ჩამოთვლილთაგან თუ არცერთს არ ეთანხმები ,მიუთითეთ თავად )

1.4. ისტორია
  ) კვირაში ერთხელ ;
) თვეში ერთხელ ;
) სემესტრში ორჯერ ;
) ყოველი თემის დასასრულს :
) სხვა ( ჩამოთვლილთაგან თუ არცერთს არ ეთანხმები ,მიუთითეთ თავად )

1.5. გეოგრაფია

) კვირაში ერთხელ ;
) თვეში ერთხელ ;
) სემესტრში ორჯერ ;
) ყოველი თემის დასასრულს :
) სხვა ( ჩამოთვლილთაგან თუ არცერთს არ ეთანხმები ,მიუთითეთ თავად )

1.6. ბიოლოგია

) კვირაში ერთხელ ;
) თვეში ერთხელ ;
) სემესტრში ორჯერ ;
) ყოველი თემის დასასრულს :
) სხვა ( ჩამოთვლილთაგან თუ არცერთს არ ეთანხმები ,მიუთითეთ თავად )


1.7. ფიზიკა

) კვირაში ერთხელ ;
) თვეში ერთხელ ;
) სემესტრში ორჯერ ;
) ყოველი თემის დასასრულს :
) სხვა ( ჩამოთვლილთაგან თუ არცერთს არ ეთანხმები ,მიუთითეთ თავად )


1.8. ქიმია

) კვირაში ერთხელ ;
) თვეში ერთხელ ;
) სემესტრში ორჯერ ;
) ყოველი თემის დასასრულს :
) სხვა ( ჩამოთვლილთაგან თუ არცერთს არ ეთანხმები ,მიუთითეთ თავად)




2. რამდენად უწყობს ხელს ჯგუფური მუშაობა მოტივაციის ამაღლებას ?

ა ) მაქსიმალურად უწყობს
ბ ) ნაწილობრივ უწყობს
გ ) არ უწყობს


3. რამდენად უწყობს ხელს ჯგუფური მუშაობა სწავლის დონის ამაღლებას ?

ა ) ამაღლებს სწავლის დონეს
ბ ) ნაწილობრივ აუმჯობესებს სწავლების პროცესს
გ ) არ ახდენს გავლენას სწავლების პროცესზე


4. დაჯგუფების როგორი პრინციპია მისაღები ?

ა ) შემთხვევითი შერჩევის პრინციპი
ბ ) სურვილისამებრ
გ ) აკადემიური მოსწრების მიხედვით
დ ) დაჯგუფება - გადაჯგუფების პრინციპი

5) გაძლევთ თუ არა მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე ნათელ ინსტრუქციას ?

ა ) ყოველთვის
ბ ) ზოგჯერ
გ ) არასოდეს
დ ) გვაძლევს მაგრამ არ არის ნათელი


6) იყენებს თუ არა მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის დროს რესურსებს ?

ა ) ყოველთვის იყენებს
ბ ) იშვიათად იყენებს
გ ) არ იყენებს


7) გაცნობთ თუ არა მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე  შეფასების კრიტერიუმს ?

ა ) ყოველთვის
ბ ) ზოგჯერ
გ ) არასოდეს

8) რა როლს ასრულებს მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის პროცესში ?

ა ) აკვირდება მუშაობას და ერთვება საჭიროების შემთხვევაში
ბ ) ხშირად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში
გ ) საერთოდ არ ერთვება


9) გაძლევთ თუ არა მასწავლებელი ეფექტურ უკუკავშირს პრეზენტაციის შემდეგ ? 

ა ) ყოველთვის
ბ ) იშვიათად
გ ) არასოდეს
დ ) გვაძლევს , მაგრამ არაეფექტურია


10. როგორ ფიქრობთ , გიწყობთ თუ არა ხელს ჯგუფური მუშაობა აკადემიური დონის ამაღლებასა და სხვადასხვა უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებაში ?




 გმადლობთ მონაწილეობისათვის !


 

დანართი 2 

კითხვარები მასწავლებელისთვის
   
   საჯარო სკოლის პედაგოგები ვატარებთ პრაქტიკულ კვლევას ჯგუფური სამუშაოს ეფექტურობის გასაუმჯობესებლად . თქვენი , როგორც მასწავლებლების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის . თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.

1. რა სიხშირით ატარებთ ჯგუფურ  მუშაობას ?

ა ) კვირაში ერთხელ
ბ ) თვეში ერთხელ
გ ) სემესტრში ორჯერ
დ ) ყოველი თემის დასასრულს
გ ) სხვა ( ჩამოთვლილთაგან თუ არც ერთს არ ეთანხმებით , მიუთითეთ თავად )


2. რამდენად უწყობს ხელს ჯგუფური მუშაობა მოტივაციის ამაღლებას ?

ა ) მაქსიმალურად უწყობს
ბ ) ნაწილობრივ უწყობს
გ ) არ უწყობს

3. რამდენად უწყობს ხელს ჯგუფური მუშაობა მოსწავლეთა აკადემიური დონის ამაღლებას ?

ა ) ამაღლებს სწავლის დონეს
ბ ) ნაწილობრივ აუმჯობესებს სწავლების პროცესს
გ ) არ ახდენს გავლენას სწავლების პროცესზე 

4. აძლევთ თუ არა მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე ნათელ ინსტრუქციას ?

ა ) ყოველთვის
ბ ) ზოგჯერ
გ ) არასოდეს

5. ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე აცნობთ თუ არა მოსწავლეებს შეფასების რუბრიკას ?

ა ) ყოველთვის
ბ ) ზოგჯერ
გ ) არასოდეს

6. იყენებთ თუ არა რესურსებს ჯგუფური მუშაობის დროს ?

ა ) ვიყენებ ყველა სახის რესურსს
ბ ) ზოგჯერ ვერ ვიყენებ სათანადო რესურსის არ ქონის გამო
გ ) ვიყენებ იმ სახის რესურსს , რომელიც მჭირდება კონკრეტული ჯგუფური სამუშაოსთვის
დ ) არ ვიყენებ

7. რა პრინციპით აჯგუფებთ მოსწავლეებს ? 

ა ) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
ბ ) სურვილისამებრრ
გ ) აკადემიური მოსწრების მიხედვით
დ ) დაჯ გუფება - გადაჯგუფების პრინციპით
ე ) სხვადასხვა პრინციპით


8. რა როლს ასრულებთ ჯგუფური მუშაობის პროცესში ?

ა ) ვარ დამკვირვებელი და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვერთვები
ბ ) ხშირად ვერთვები ( ამ პასუხის შემთხვევაში გამოტოვეთ შემდეგი კითხვა ) 
გ ) საერთოდ არ ვერთვები ( ამ პასუხის შემთხვევაში გამოტოვეთ შემდეგი კითხვა )

9. რა შემთხვევაში მიიჩნევთ საჭიროდ ჯგუფურ მუშაობაში თქვენს ჩართვას ?

ა ) ვერთვები მაშინ , როდესაც ჯგუფი აქტიურად მუშაობს და წავახალისებ
ბ ) არ ვერთვები პასიურობის შემთხევაშიც და ველოდები მის გააქტიურებას
გ ) ვერთვები მაშინ , როცა ჯგუფი არასწორი მიმართულებით წარმართავს მუშაობას


10. როდის წყვეტთ ჯგუფურ მუშაობას ?

ა ) წინასწარ განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ , მიუხედავად იმისა , ჯგუფებმა დაასრულეს მუშაობა თუ არა
ბ ) წინასწარ განსაზღვრული დროის ამოწურვამდე
გ ) წინასწარ დათქმულ დროს ან მაშინ , როცა ჯგუფების უმრავლესობას მზად აქვს საბოლოო შედეგი

11. აძლევთ თუ არა მოსწავლეებს ეფექტურ უკუკავშირს პრეზენტაციის შემდეგ ?

ა ) ყოველთვის
ბ ) ხშირად
გ ) იშვიათად
დ ) არასოდეს



12. აღწევთ თუ არა შედეგს ჯგუფური მუშაობის დროს ?

ა ) ყოველთვის
ბ ) ხშირად
გ ) იშვიათად
 დ ) არასოდეს



13. რა პრობლემებს აწყდებით კლასში ჯგუფური მუშაობის დროს ?







14. თქვენი აზრით , რამდენად ეფექტურია ჯგუფური მუშაობა მოსწავლეთა აკადემიური დონის ამაღლების , სხვადასხვა უნარ - ჩვევების განვითარებისა და  გაკვეთილის ეფექტურად წარმართვისათვის ? 









გმადლობთ მონაწილეობისათვის !