пятница, 11 ноября 2011 г.

სწორად და ლამაზად მეტყველება

1.პროექტის სახელწოდება: წინანადება
2.პროექტის მთავარი იდეა: ბავშვებმა შეძლონ მხატვრული ღირებულების მქონე წინადადების შედგენა.
3.პროექტის აქტუალობა:დღეს ძალიან აქტუალური და პრობლემატურია სწორად მეტყველება,რისთვისაც პირველ რიგში საჭიროა ბავშვებმა ისწავლონ წინადადების სწორად აგება
4.პროექტის მიზნები:წინადადების რაობა;წინადადების შედგენა;წინადადების სწორად აგების უნარის განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი:10–11 წ. მე–5 კლასი
6.ვადები/ხანგრძლივობა ორი გაკვეთილი
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:პრეზენტაცია,კედლის გაზეთის "ჩვენი ქართული–სიტყვა ქარგული" გამოშვება
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო;დამატებითი ლიტერატურა;ინტერნეტი
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კვლევა,ჯგუფური მუშაობა,კითხვა–პასუხი
ენობრივი მასალის ახსნისას,სასურველია,მასალა აიხსნას  მოსწავლეების დახმარებით,მათი უშუალო მონაწილეობით.საბოლოოდ ბავშვები მიდიან იმ დასკვნამდე,რომ წინადადების შედგენისათვის აუცილებელია ზმნა–შემასმენელი და შემდეგ სხვა დანარჩენი სრულმნიშვნელოვანი თუ დამხმარე მეტყველების ნაწილები
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ე.ს.გ.–სთან კავშირი:ეროვნულ გეგმასთან კავშირი
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მ.ჟორჟოლიანი
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:m.zhorzholiani26@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:mzhorzholiani.blogspot.com