понедельник, 24 июня 2019 г.

ლიტერატურის მკითხველთა წრე

   საწრეო მუშაობა

 პედაგოგი : მირანდა ჟორჟოლიანი

ლიტერატურის მკითხველთა წრე -  პედაგოგი : მირანდა ჟორჟოლიანი

2018-19 სასწავლო წლის მეორე სემესტრში  შეიქმნა ლიტერატურის წრე, სახელწოდებით
„მე და მხატვრულ ლიტერატურა“


წრეში გაერთიანებულია   V - VII    კლასის მოსწავლეები, სულ 17 მოსწავლე:      

             1.                გუნია გიორგი
2.                გუნია ლიკა
3.                დანელია სალომე
4.                მაკალათია საბა
5.                მალანია ანი
6.                მარუაშვილი მარიამი
7.                მიმინოშვილი ლიკა
8.                ჟორდანია მარიამი
9.                ჭაავა ანი
10.            ჯალაღონია რომეო
11.            აგაპოვი საბა
12.            გუნია ლუკა
13.            ლუხავა ლუკა
14.            მიმინოშვილი ლუკა
15.            მიმინოშვილი ჯაბა
16.            ჟორდანია ლუკა
17.            ქობალავა მათე

საწრეო მუშაობა ტარდება ორ კვირაში ერთხელ ორშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე. წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის  სააზროვნო უნარების განვითარებას.
საწრეო მუშაობის მიზანია: ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებმა წაიკითხონ ლიტერატურული ტექსტები ,გააანალიზონ თუ როგორ უნდა გამოიყენონ შესწავლილი თემები პრაქტიკაში და ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.  ლიტერატურული წრე  მოსწავლეებს ეხმარება იმაში,  რომ მათ მეტი შეიტყონ სხვადასხვა ტიპის, ჟანრისა და სტილის ტექსტების შესახებ  და ასევე  შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, რამდენად შეუძლიათ ზეპირად გადმოსცენ წაკითხულით აღძრული განცდები, შთაბეჭდილებები, განწყობა.


მოსწავლეები გაიცნობენ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას:
ü  მიიღებენ თეორიულ ცოდნას ლიტერატურული ჟანრების შესახებ; 
ü  განივითარებენ  წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს;
ü  გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;
ü  დაეუფლებიან მხატვრული კითხვის ელემენტებსა და მეტყველების კულტურას;
ü  მიეჩვევიან ინტელექტუალურ აზროვნებას და გაიღრმავებენ ცოდნას საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის;
ü  ისწავლიან, როგორ დაწერონ სათავგადასავლო ისტორიები, შეთხზან დეტექტიური ამბები, როგორ აწარმოონ დღიურები და ა.შ.
ü  ჩაატარებენ ღონისძიებებს


        ლიტერატურის მკითხველთა წრე სამუშაო გეგმა

2018-2019 სასწავლო წელი


N
თემა
აქტივობა
აქტივობის მიზანი
ჩატარების დრო
1
სტუმრად ბიბლიოთეკაში
საუბრები ლიტერატურაზე
მიიღებენ თეორიულ ცოდნას ლიტერატურული ჟანრების შესახებ;
11.02.2019
2
,ჩემი წიგნების თარო.’’
საბავშვო მხატვრული ლიტერატურის მოძიება
ოჯახში არსებული საბავშვო
მხატვრული ლიტერატურის გაცნობა, თავმოყრა,
კლასიფიკაცია.
25.02.2019
3
ღონისძიება - „გაზაფხული და დედა“
ღონისძიების ჩატარება
შემოქმედებითი
უნარის განვითარება
04.03.2019
4
დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა
წაკითხვა, მოსმენა და გადმოცემა
ტექსტზე მუშაობა
18.03.2019
5
ღონისძიება „ო,ენავ,ჩემო!“
ღონისძიების ჩატარება
შემოქმედებითი
უნარის განვითარება
15.04.2019
6
ლექსების მხატვრულად წაკითხვა
მხატვრული ინტონაციით გააზრებული კითხვა
გამომეტველებით კითხვა
30.04.2019
7
,,ილუსტრაციები და მოთხრობები.’’
ილუსტრაციებზე
მოთხრობების
შედგენა
ტექსტებზე მუშაობა
13.05.2019
8
წრის მუშაობის შეფასება
კითხვა პასუხი
დისკუსია
27.05.2019


                                                   
                                                                წრის მუშაობა

 პირველი შეხვედრა: თემატიკის გაცნობა - სტუმრად ბიბლიოთეკაში

11 თებერვალს გვქონდა პირველი შეხვედრა ლიტერატურის მკითხველთა წრის წევრებთან. მოსწავლეები გაეცვნენ წრის სამუშაო თემატიკას. აზრი გამოთქვეს წრის მუშაობის განხორციელებული აქტივობების შესახებ. გადაწყდა, რომ ისინი აქტიურად ჩაერტვებოდნენ წრის მუშაობაში.წრის წევრები იყვნენ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკში არსებული წიგნების კართოტეკა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ ბიბლიოთეკას, მაინც საინტერესო იყო ეს შეხვედრა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნები. ბიბლიოთეკარმა შეურჩია მათ საინტერესო ლიტერატურა. ის მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებად კითხულობენ წიგნებს დაინტერესდნენ. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეების დაინტერესებას კითხვისადმი.

                                                          მეორე შეხვედრა - ,,ჩემი წიგნების თარო’’
წრის წევრებმა თავიანთ ოჯახებში მოიძიეს საბავშვო მხატვრული ლიტერატურა. წრის მეცადინეობაზე მოიტანეს და ერთმანეთს გააცვნეს. შემდეგ დაწერეს ,, დიალოგი საყვარელ პოეტთან’’, მათთვის საყვარელ მწერლებს და პოეტებს დაუსვევს კითხვები. ზოგმა წერილი მისწერა. შემდეგ მოახდინეს პრეზენტაცია და ერრთმანეთს წაუკითხეს. მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა. გამოვლინდა მათი საყვარელი მწერლები და პოეტები და მხატვრული ლიტერატურა.


                           მესამე შეხვედრა-ღონისძიება „გაზაფხული და დედა“

                                                    3 მარტი დედის დღეა !

    4 მარტს ჩავატარეთ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: ,,გაზაფხული და დედა’’, სადაც წრის წევრებმა წაიკითხეს
მხატვრულად ქართველი პოეტების ლექსები .








                                         




                               მეოთხე  შეხვედრა -,,დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა.’’

წიგნის მახასიათებლის ათვისებისა და ჰოლისტური მიდგომის საუკეთესო მეთოდია ,, დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა’’. წრის მუშაობაზე წარიმართა ამ მეთოდის გამოყენება. მათ  გამოავლინეს წიგნთან მუშაობის ჩვევები. წრის წევრებმა მხატვრულად და გამომეტყველებით წაიკითხეს  მათ მიერ შექმნილ დიდ წიგნში მოთავსებული სხვადასხვა მწერლის მოთხრობები. მათ წიგნში შეიტანეს  რამდენიმე მოთხრობა. 























                                     მეხუთე შეხვედრა - ღონისძიება „ო,ენავ.ჩემო!“

                                                14 აპრლი დედაენის დღეა !

   15 აპრილს ჩავატარეთ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: ო,ენავ,ჩემო!’’,სადაც წრის წევრებმა წარმოადგინესქართული ენის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მისი წარსული და მისი როლი ქართველი ერი წინაშე. მოსწავლეებმა წაიკითხეს მხატვრულად ქართველი პოეტების ლექსები.




                      მეექვსე შეხვედრა - ლექსების მხატვრულად   წაკითხვა                                        
30  აპრილს ლიტერატურის მკითხველთა წრის წევრებმა წარმოადგინეს სხვადასხვა 
პოეტთა ლექსები,რომელიც წაიკითხეს გამომეტყველებით.





                                     







                      მეშვიდე შეხვედრა - ,,ილუსტრაციები და მოთხრობები.’’                                      
 წრის მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად: მოსწავლეებს ვაჩვენე სხვადასხვა ილუსტრაციები.მათ ილუსტრაციებზე თავიანთი ინტერპრეტაციით უნდა შეედგინათ მოთხრობები. მოსწავლეებმა ამ დავალებას კარგად გაართვეს თავი. თითოეულმა მოსწავლემ არჩეულ ილუსტრაციაზე შედგენილი მოთხრობის პრეზენტაცია გააკეთა.



                              



                                    




                              მერვე შეხვედრა - წრის მუშაობის შეფასება
  27 მაისს გაიმართა  ლიტერატურის მკითხველთა წრის მუშაობა. შეხვედრა შემაჯამებელი იყო.
  შეხვედრას დავარქვით „ჩვენ გვიყვარს მხატვრული ლიტერატურა’’,სადაც მოსწავლეებმა დადგეს სცენები საყვარელი ნაწარმოებებიდან, წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები, რომლებიც მათ ისწავლეს სემესტრის განმავლობაში.